ალექსი ჩიქოვანი თითქმის 20 წელია საქმიანობს ბრენდინგისა და კომუნიკაციების სფეროში. იგი სატრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE - ის დამფუძნებელი და ბრენდინგის კონსულტანტია. LIVE – ის თერთმეწლიანი არსებობის მანძილზე მას და მის პარტნიორებს ბევრი საინტერესო პროექტი აქვთ განხორციელებული. ალექსის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს კორპორატიული მიმართულებითაც, იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა მარკეტინგის, კომერციული და გენერალური დირექტორის თანამდებობებზე. მას მიაჩნია რომ, რაც მეტი კარგი ბრენდი იქნება საქართველოში, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ის ყოველთვის მზად არის გაუზიაროს მისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ადამიანებს, რომლებსაც საქმის სწორად კეთება სურთ, მითუმეტეს, ახლა, როდესაც ბრენდიგი ისეთი ყოველისმომცველი და სასიცოცხლოდ ალექსი ჩიქოვანმა უმაღლესი განათლების მიღება 1992 წელს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე დაიწყო და 1997 წელს ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალიზაციით დაასრულა. თუმცა ბანკირობას გული ვერ დაუდო, მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შემდეგ მან მიაგნო საქმიანობის სასურველ მიმართულებას და ამ კუთხით ცოდნის გასაღრმავებლად 2004 – 2005 წლებში ლანკასტერის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლაში ბიზნესის მაგისტრის წოდება (MBA) კორპორატიული სტრაგტეგიისა და ბრენდინგის სპეციალიზაციით მოიპოვა. ალექსი ჩიქოვანი არის GIPA - ს ბრენდინგის ასოცირებული პროფესორი, მისი სალექციო კურსი საუკეთესო საგანამანათლებლო დაწესებულებების თუ ტრეინინგ ცენტრების სასურველი ნაწილია.
- Owned
- Purchased
კურსები / ლექციები
ბრენდის გზა – დაბადებიდან დღეგრძელობამდე
განათლების ჩუქების წესების და პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს კურსის მიმოხილვა ბრენდინგი ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა. ის ბიზნესში შემოვიდა, როგორც ადამიანის ცხოვრების გზის მოდელი, მას მერე განვითარდა, მისი მნიშვნელობა გაიზარდა და ბრენდინგის დისციპლინა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თუ კარგი სახელი, ნდობა, სიყვარული და პატივისცემა გინდა, მაშინ, ისევე როგორც ადამიანის, ასევე ბრენდის სიტყვა უნდა ემთხვეოდეს საქმეს,…
-
ლექტორი ალექსი ჩიქოვანი
-
- 14სტუდენტები
ბრენდინგი და გლობალური კრიზისი
განათლების ჩუქების წესების და პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს ლექციის მიმოხილვა ▶ ლექცია გაიმართა აზროვნების აკადემიის Online კურსის „კრიზისის მენეჯმენტი” ფარგლებში. ▶ ვიდეო-კურსი სრულად ▶ კრიზისის მენეჯმენტი „დაველოდოთ, მოდი კრიზისმა გადაიაროს და მერე მოვიფიქროთ რა ვქნათ“ – ასე ფიქრი უმოქმედობაა. უმოქმედობა კი ინიციატივის ხელიდან გაშვება, რომელიც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგით დამთავრდეს – დაკარგოთ თქვენი საქმე. სანამ თქვენ…
-
ლექტორი ალექსი ჩიქოვანი
-
- 2სტუდენტები