„დაველოდოთ, მოდი კრიზისმა გადაიაროს და მერე მოვიფიქროთ რა ვქნათ“ – ასე ფიქრი უმოქმედობაა.
უმოქმედობა კი ინიციატივის ხელიდან გაშვება, რომელიც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგით დამთავრდეს – დაკარგოთ თქვენი საქმე. სანამ თქვენ ელოდებით, იცვლებიან ადამიანები, იცვლება მათი საჭიროებები და შესაბამისად იცვლება სამყარო.
ნუ დაველოდებით, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას, თუ არ გვაქვს – შევქმნათ, გავუფრთხილდეთ ადამიანებს და ვიმოქმედოთ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად და შეუპოვრად.
კრიზისთან გამკლავების ეფექტური გზა მკაფიო ბრენდის სტრატეგიის ქონაა – იცოდე ვინ ხარ, საით მიდიხარ და როგორ უნდა იარო ამ გზაზე. ის დაგანახებთ როგორ უნდა იმოქმედოთ გასაჭირშიც და ლხინშიც, ბრძოლაში წინ წაგიძღვებათ.
ამიტომ, როგორც ბედის უკუღმართობის გამო გამამლუკებული ქართველი ხვიჩა – მახმუდი ამბობს: „ის კაცი (ნაპოლეონი – კოვიდ 19) გვეუბნება – ბიჭი ვარ და მოვდივარო, ბიჭები ხართ და დამხვდითო!“ ხოდა ჩვენც დავხვდეთ!