🎬 პრომო-ვიდეო ▶ ალექსანდრე ჯეჯელავა ლექციის შესახებ
ადამიანი ორგანიზაციისთვის, თუ ორგანიზაცია ადამიანისთვის? რა უნდა ვისწავლოთ კრიზისიდან?!
ახლანდელმა კრიზისმა, კიდევ ერთხე, გააცოცხლა დიდი ხნის დილემა – ადამიანები გაჩნდნენ, რომ ემსახურონ ორგანიზაციებს, თუ ორგანიზაციები გაჩნდა, რომ ემსახუროს ადამიანების კარგად ყოფნას. ცხადია, მეორე ვარიანტია ერთადერთი სწორი, თუმცა, ხანდახან ისე ჩანს (საქართველოშიც და მსოფლიოშიც), თითქოს ორგანიზაცია და მისი მიზნები იყოს პირველ ადგილზე.
შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორ ავაშენოთ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის საჭიროებებს და თავისუფლებებს დააყენებენ წინა პლანზე და, ამავე დროს, წარმატებული იქნებიან. მხოლოდ ასეთი საქმე იქნება მდგრადად განვითარებადი გრძელვადიან პერიოდში.