„ყველა კულტურის მითოლოგიაში არის გმირი რომელმაც უნდა გადალახოს კრიზისი – შეერკინოს გველეშაპს, ხართავა მინოტავრს, გაუძლოს განსაცდელს ან შეხვდეს რაღაც გაურკვეველ არსებებს, რათა მოხდეს ის რასაც ეძახიან მეტამორფოზას, კათარზისს. კრიზისი თითქოს გარდაუვალია იმისთვის, რომ მოხდეს გასხივოსნება. მხოლოდ კრიზისის შემდეგ ახერხებს გმირი გამარჯვებას და ხდება იმაზე მეტი ვიდრე იყო.
რატომ არის ასე? რა საზრისია ამ სტრუქტურაში და როგორ შეიძლება ვმართოდ კრიზისი ჩვენს ყოფაში თუ საქმეში – ეს არის თემა, რომელიც შექმნილ ვითარებაში გამუდმებით ამოდის ზედაპირზე..“