ბრენდის გზა - დაბადებიდან დღეგრძელობამდე

  • 320₾
  • ბრენდინგი ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა. ის ბიზნესში შემოვიდა, როგორც ადამიანის ცხოვრების გზის მოდელი, მას მერე განვითარდა, მისი მნიშვნელობა გაიზარდა და ბრენდინგის დისციპლინა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თუ კარგი სახელი, ნდობა, სიყვარული და პატივისცემა გინდა, მაშინ, ისევე როგორც ადამიანის, ასევე ბრენდის სიტყვა უნდა ემთხვეოდეს საქმეს, საქმე კი სიტყვას.
  • თანამედროვე მსოფლიო შეიცვალა, შეიცვალნენ ადამიანები, გაჩნდა ახალი ახალგაზრდა მომხამრებელი, რომელიც არ გაღიარებს, არ გენდობა, არ იყიდის შენგან, თუ „წესიერად არ მოიქცევი“. ეს პროცესები პანდემიით გამოწვეულმა პროცესებმა უფრო გაამძაფრა. ბრენდინინგის დანიშნულება ამ ურთიერთობების ჩამოყალიბებაშია, ეს ურთიერთობები კი სწორი ფულის გამომუშავებას ნიშნავს.
  • შესაბამისად, კურსი მოიცავს თანამედროვე ბრენდის და ბრენდინგის რაობის, მისი სტრატეგიული მნიშვნელობის საფუძვლიან განმარტებას.
  • კურსში საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საიდან იწყება ბრენდი, როგორ ვქმნით მის შინაარს, როგორ ვურჩევთ და ვარქმევთ სახელს, რას ვითვალისწინებთ დიზაინის შექმნისას, როგორ ვამყარებთ კომუნიკაციას და საერთოდ, რა არის ბრენდის კომუნიკაცია, რა ფაქტორები მოქმედებს ბრენდის წარმატებაზე, რომელიც პირველ რიგში ადამიანებთან ადამიანური ურთიერთობების დამყარებაა.
  • ასევე, ვისაუბრებთ ბრენდის შენების და ქცევის ძირითად პრინციპებზე, რომლებიც აუცილებელია ბრენდის დღეგრძელი, ბედნიერი, ადამიანების, საზოაგადოების წინაშე პასუხისმგებლიანი და მომგებიანი ცხოვრებისათვის.

დეტალები

17 ლექცია 7 საათი

ლექტორი

ალექსი ჩიქოვანი

ალექსი ჩიქოვანი თითქმის 20 წელია საქმიანობს ბრენდინგისა და კომუნიკაციების სფეროში. იგი სატრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE - ის დამფუძნებელი და ბრენდინგის კონსულტანტია. LIVE – ის თერთმეწლიანი არსებობის მანძილზე მას და მის პარტნიორებს ბევრი საინტერესო პროექტი აქვთ განხორციელებული. ალექსის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს კორპორატიული მიმართულებითაც, იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა მარკეტინგის, კომერციული და გენერალური დირექტორის თანამდებობებზე. მას მიაჩნია რომ, რაც მეტი კარგი ბრენდი იქნება საქართველოში, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ის ყოველთვის მზად არის გაუზიაროს მისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ადამიანებს, რომლებსაც საქმის სწორად კეთება სურთ, მითუმეტეს, ახლა, როდესაც ბრენდიგი ისეთი ყოველისმომცველი და სასიცოცხლოდ ალექსი ჩიქოვანმა უმაღლესი განათლების მიღება 1992 წელს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე დაიწყო და 1997 წელს ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალიზაციით დაასრულა. თუმცა ბანკირობას გული ვერ დაუდო, მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შემდეგ მან მიაგნო საქმიანობის სასურველ მიმართულებას და ამ კუთხით ცოდნის გასაღრმავებლად 2004 – 2005 წლებში ლანკასტერის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლაში ბიზნესის მაგისტრის წოდება (MBA) კორპორატიული სტრაგტეგიისა და ბრენდინგის სპეციალიზაციით მოიპოვა. ალექსი ჩიქოვანი არის GIPA - ს ბრენდინგის ასოცირებული პროფესორი, მისი სალექციო კურსი საუკეთესო საგანამანათლებლო დაწესებულებების თუ ტრეინინგ ცენტრების სასურველი ნაწილია.

0.0

0 rating

5 stars
0%
4 stars
0%
3 stars
0%
2 stars
0%
1 star
0%
320₾