ბრენდინგი და გლობალური კრიზისი

  • 40₾

▶ ლექცია გაიმართა აზროვნების აკადემიის Online კურსის „კრიზისის მენეჯმენტი” ფარგლებში.

▶ ვიდეო-კურსი სრულად ▶ კრიზისის მენეჯმენტი

„დაველოდოთ, მოდი კრიზისმა გადაიაროს და მერე მოვიფიქროთ რა ვქნათ“ – ასე ფიქრი უმოქმედობაა.

უმოქმედობა კი ინიციატივის ხელიდან გაშვება, რომელიც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგით დამთავრდეს – დაკარგოთ თქვენი საქმე. სანამ თქვენ ელოდებით, იცვლებიან ადამიანები, იცვლება მათი საჭიროებები და შესაბამისად იცვლება სამყარო.

ნუ დაველოდებით, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას, თუ არ გვაქვს – შევქმნათ, გავუფრთხილდეთ ადამიანებს და ვიმოქმედოთ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად და შეუპოვრად.

კრიზისთან გამკლავების ეფექტური გზა მკაფიო ბრენდის სტრატეგიის ქონაა – იცოდე ვინ ხარ, საით მიდიხარ და როგორ უნდა იარო ამ გზაზე. ის დაგანახებთ როგორ უნდა იმოქმედოთ გასაჭირშიც და ლხინშიც, ბრძოლაში წინ წაგიძღვებათ.

ამიტომ, როგორც ბედის უკუღმართობის გამო გამამლუქებული ქართველი ხვიჩა – მაჰმუდი ამბობს: „ის კაცი (ნაპოლეონი – კოვიდ 19) გვეუბნება – ბიჭი ვარ და მოვდივარო, ბიჭები ხართ და დამხვდითო!“ ხოდა ჩვენც დავხვდეთ!”

▶ ლექციაზე წვდომა შესაძლებელია შემდეგნაირად:

▶ აწვებით ღილაკს – “შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული პოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ აწვებით ღილაკს “ნახვა” და რთავთ ვიდეო-ლექციას.

▶ დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 551 52-84-73

დეტალები

1 ლექცია 94 წუთი

ლექტორი

ალექსი ჩიქოვანი

ალექსი ჩიქოვანი თითქმის 20 წელია საქმიანობს ბრენდინგისა და კომუნიკაციების სფეროში. იგი სატრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE - ის დამფუძნებელი და ბრენდინგის კონსულტანტია. LIVE – ის თერთმეწლიანი არსებობის მანძილზე მას და მის პარტნიორებს ბევრი საინტერესო პროექტი აქვთ განხორციელებული. ალექსის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს კორპორატიული მიმართულებითაც, იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა მარკეტინგის, კომერციული და გენერალური დირექტორის თანამდებობებზე. მას მიაჩნია რომ, რაც მეტი კარგი ბრენდი იქნება საქართველოში, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ის ყოველთვის მზად არის გაუზიაროს მისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ადამიანებს, რომლებსაც საქმის სწორად კეთება სურთ, მითუმეტეს, ახლა, როდესაც ბრენდიგი ისეთი ყოველისმომცველი და სასიცოცხლოდ ალექსი ჩიქოვანმა უმაღლესი განათლების მიღება 1992 წელს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე დაიწყო და 1997 წელს ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალიზაციით დაასრულა. თუმცა ბანკირობას გული ვერ დაუდო, მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შემდეგ მან მიაგნო საქმიანობის სასურველ მიმართულებას და ამ კუთხით ცოდნის გასაღრმავებლად 2004 – 2005 წლებში ლანკასტერის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლაში ბიზნესის მაგისტრის წოდება (MBA) კორპორატიული სტრაგტეგიისა და ბრენდინგის სპეციალიზაციით მოიპოვა. ალექსი ჩიქოვანი არის GIPA - ს ბრენდინგის ასოცირებული პროფესორი, მისი სალექციო კურსი საუკეთესო საგანამანათლებლო დაწესებულებების თუ ტრეინინგ ცენტრების სასურველი ნაწილია.

0.0

0 rating

5 stars
0%
4 stars
0%
3 stars
0%
2 stars
0%
1 star
0%
40₾