ბუღაზე

დიდი მხატვრები

  • 220₾

კურსის ლექციები ეხება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო აზროვნებით ფორმას, რომელსაც თვალით აზროვნება ჰქვია. თვალით აზროვნება მხატვრობის გარეშე არ გამოდის. დიდ მხატვრობას დიდი ხელოვანები ჰქმნიან, დიდი ხელოვანები საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ და, შეიძლება ითქვას, სწორედ ამიტომაც ქმნიან დიდ ხელოვნებას. კურსში მიმოვიხილავთ მსოფლიოს 12 დიდ მხატვარს და ძირითად მხატვრულ ტენდენციებს.
კურსის ფარგლებში საუბარი იქნება მხატვრებზე, მათ ცხოვრებაზე, მათი ხელოვნების პროცესებში მიმდინარე საინტერესო დრამატულ მოვლენებზე, მათ სტილისტიკასა და მეთოდოლოგიაზე.

ვიდეო-კურსი შედგება 12 ლექციისაგან.
სტატუსი: მიმდინარე

კურსის შეძენა შესაძლებელია შემდეგნაირად:
▶ აწვებით ღილაკს – “შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ გექნებათ მუდმივი წვდომა ვიდეო-კურსზე.

▶ დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 551 52-84-73

დეტალები

10 ლექცია 300 წუთი

ლექტორი

გია ბუღაძე

გია ბუღაძე — მხატვარი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი 2003 წლიდან 2012 წლამდე. სწავლობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, ი. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში, შემდეგ კი აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1977–1981). 1980-იანი წლების ბოლოს გია ბუღაძის სახლი რუსთაველის გამზირზე გახდა მხატვართა (კარლო კაჭარავა, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, გოგა მაღლაკელიძე და სხვები) შეკრების ადგილი. ამავე პერიოდში ის იყო ჯგუფ „არქივარიუსის“ სულისჩამდგმელი და აქტიურად იყო ჩართული მხატვრების არაფორმალურ გაერთიანებაში — „X სართული“. ის მონაწილეობდა სხვადასხვა ინოვაციურ გამოფენებსა და აქციებში. მისი სახელი ასოცირდება თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დაარსებასთან „ქარვასლაში“.

0.0

0 rating

5 stars
0%
4 stars
0%
3 stars
0%
2 stars
0%
1 star
0%
220₾