„ეროსის თეორია პლატონთან და ნეოპლატონიკოსებთან"

  • 40₾

დეტალები

1 ლექცია 47 წუთი

ლექტორი

ლევან გიგინეიშვილი

დაამთავრა ჯავახიშვილის თსუ კლასიკური ფილოლოგიის განხრით 1989-94 წწ. შემდეგ სწავლობდა ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების დეპარტამენტში და დაამთავრა მაგისტრის წოდებით 1994-95 წწ. ამის შემდეგ დაამთავრა ლუვენის კათოლიკური უნივერსტიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით; შემდეგ ისევ ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სწავლობდა სადოქტორო პროგრამაზე 1996-2000 წწ. და დაამთავრა შუა საუკუნეების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით, დაიცვა დისერტაცია სათაურით “იოანე პეტრიწის პლატონური ფილოსოფია”, რომელიც 2007 წელს წიგნად გამოიცა აშშ-ში (“The Platonic Theology of Ioane Petritsi”. Gorgias Press, 2007. 2002-3 წწ. სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამაგრისტრო პრორამაზე პედაგოგიკაში და დაასრულა პედაგოგიკის მეცნიერებათა მაგისტრის წოდებით. 2001 წლიდან ასწავლიდა ჯერ ჯავახიშვილის შემდეგ კი 2005 წ.-დან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში სხვადასხვა საგნებს (შუა საუკუნეების დასავლური ფილოსოფია; ნეოპლატონიზმი; თავისუფლება და ტირანია არისტოტელეს პოლიტიკის მიხედვით; პოლიტიკური თეორიები პლატონიდან ნიკოლო მაკიაველიმდე ა.შ.). 2018 წლიდან დღემდე ასწავლის ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიას და უძღვება შუა საუკუნეების ლათინური და ბერძნული ტექსტების კითხვის სემინარებს. ასწავლის აგრეთვე გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში ლიტერატურასა და ფილოსოფიას 2003 წლიდან. არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი საქართველოში და საზღვარგარეთ და მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი როგორც ქართულ ისე უცხოურ კრებულებში.

0.0

0 rating

5 stars
0%
4 stars
0%
3 stars
0%
2 stars
0%
1 star
0%
40₾