4

სოკრატეს ცოცხალი ფილოსოფია

  • 40₾

▶ ლექცია ეხება ძველი ბერძენი ფილოსოფოსის სოკრატეს ცხოვრებასა და ფილოსოფიას. ლექციაში განხილულია სოკრატეს ფილოსოფიური მეთოდი, როგორ ესმოდა მას ფილოსოფია და როგორ უკავშირდებოდა მის მიერ გაგებული ფილოსოფია მისივე ცხოვრებას. სოკრატეს ფილოსოფიურ მეთოდთან დაკავშირებით განხილულია მისი  რამდენიმე მახასიათებელი: სოკრატული ირონია, „ეპაგოგე“ და ასევე დიალექტიკური და ელენქეტიკური მეთოდები. ამასთანავე განხილულია ფილოსოფიის სოკრატესეული გაგება – რა წინაპირობა ჰქონდა სოკრატეს ცხოვრებისეულ ფილოსოფიას და საბოლოოდ ფილოსოფიის რა განმარტებამდე მივიდა იგი. აგრეთვე განიხილება განსხვავება სოკრატესა და პლატონს შორის, თუ სად მთავრდება სოკრატეს ნააზრევი და სად იწყება საკუთრივ პლატონის ფილოსოფია.

▶ ლექციაზე წვდომა შესაძლებელია შემდეგნაირად:

▶ აწვებით ღილაკს – “შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ აწვებით ღილაკს “ნახვა” და რთავთ ვიდეო-ლექციას.

▶ ლექცია ამოღებულია ლევან გიგინეიშვილის კურსიდან „ანტიკური ფილოსოფია”.

▶ კურსის სრულად შესაძენად ეწვიეთ ბმულს ▶ ანტიკური ფილოსოფიის კურსი

▶ დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 551 52-84-73

დეტალები

1 ლექცია 68 წუთი

ლექტორი

ლევან გიგინეიშვილი

დაამთავრა ჯავახიშვილის თსუ კლასიკური ფილოლოგიის განხრით 1989-94 წწ. შემდეგ სწავლობდა ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების დეპარტამენტში და დაამთავრა მაგისტრის წოდებით 1994-95 წწ. ამის შემდეგ დაამთავრა ლუვენის კათოლიკური უნივერსტიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით; შემდეგ ისევ ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სწავლობდა სადოქტორო პროგრამაზე 1996-2000 წწ. და დაამთავრა შუა საუკუნეების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით, დაიცვა დისერტაცია სათაურით “იოანე პეტრიწის პლატონური ფილოსოფია”, რომელიც 2007 წელს წიგნად გამოიცა აშშ-ში (“The Platonic Theology of Ioane Petritsi”. Gorgias Press, 2007. 2002-3 წწ. სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამაგრისტრო პრორამაზე პედაგოგიკაში და დაასრულა პედაგოგიკის მეცნიერებათა მაგისტრის წოდებით. 2001 წლიდან ასწავლიდა ჯერ ჯავახიშვილის შემდეგ კი 2005 წ.-დან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში სხვადასხვა საგნებს (შუა საუკუნეების დასავლური ფილოსოფია; ნეოპლატონიზმი; თავისუფლება და ტირანია არისტოტელეს პოლიტიკის მიხედვით; პოლიტიკური თეორიები პლატონიდან ნიკოლო მაკიაველიმდე ა.შ.). 2018 წლიდან დღემდე ასწავლის ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიას და უძღვება შუა საუკუნეების ლათინური და ბერძნული ტექსტების კითხვის სემინარებს. ასწავლის აგრეთვე გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში ლიტერატურასა და ფილოსოფიას 2003 წლიდან. არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი საქართველოში და საზღვარგარეთ და მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი როგორც ქართულ ისე უცხოურ კრებულებში.

0.0

0 rating

5 stars
0%
4 stars
0%
3 stars
0%
2 stars
0%
1 star
0%
40₾