შექსპირი

  • 100₾

ვიდეო-კურსი ეხება უმნიშვნელოვანეს ინგლისელ დრამატურგსა და პოეტს – უილიამ შექსპირს. მისი ლიტერატურული კარიერა მოიცავს ორ ეპიკურ პოემას, უამრავ პოემასა და პიესას. შექსპირის შესახებ ანგლო-ამერიკულ სამყაროში მუდმივად იცვლება მოსაზრებები, ამიტომაც ავტორს აქტულურობა დღემდე არ დაუკარგავს. ვიდეო-ლექციები ეთმობა შექსპირის საკვანძო და ფუნდამენტურ ტექსტებს, საერთო სიუჟეტურ ხაზს ამ პიესებში, პერსონაჟებს, თანადროული სოციალური მდგომარეობის ანალიზს.

▶ კურსზე წვდომა შესაძლებელია შემდეგნაირად:

▶ აწვებით ღილაკს – “შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ გექნებათ მუდმივი წვდომა ვიდეო-ლექციაზე.

▶ დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 551 52-84-73

გისურვებთ წარმატებებს !

ლექტორი

პაატა ჩხეიძე

პაატა ჩხეიძე - ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მთარგმნელი. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის და ლიტერატურის ფაკულტეტი. იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი, ასევე ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი (Fulbright Program), ამერიკის National Humanities Institute-ის წევრ-კორესპონდენტი. დღემდე არის თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ავტორი წიგნებისა: „ივანე მაჩაბლის ტრადიცია“, „კონსერვატიზმის ისტორია“ (როსტომ ჩხეიძესთან ერთად), „რას ეუბნება ჰამლეტი ჰორაციოს და სხვა ესეები“, „კონსტიტუციისათვის“. თანამთარგმნელი წიგნებისა: ვირჯინია ვულფის „ესეები“, „ბეოვულფი“, უილიამ ფოლკნერის „საუბრები“, „გულისჭიდილი საკუთარ თავთან“, „გარდავედ მოსე“, კურტ ვონეგუტის „დაბადების დღეს გილოცავთ, ვანდა ჯუნ“, თომას ელიოტის „ათი ესე“, ლორდ ბაირონის „დონ ჟუანი“, თომაზ სტერნ ელიოტი „საღვთო ტყე“, ჯოზეფ კონრადის „წყვდიადის გული და სხვა მოთხრობები“, თომას ერნესტ ჰიუმის „განსჯანი, ლექსები“.

0.0

0 rating

5 stars
0%
4 stars
0%
3 stars
0%
2 stars
0%
1 star
0%
100₾