-
320₾
-
განათლების ჩუქების წესების და პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს
კურსის მიმოხილვა
- ბრენდინგი ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა. ის ბიზნესში შემოვიდა, როგორც ადამიანის ცხოვრების გზის მოდელი, მას მერე განვითარდა, მისი მნიშვნელობა გაიზარდა და ბრენდინგის დისციპლინა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თუ კარგი სახელი, ნდობა, სიყვარული და პატივისცემა გინდა, მაშინ, ისევე როგორც ადამიანის, ასევე ბრენდის სიტყვა უნდა ემთხვეოდეს საქმეს, საქმე კი სიტყვას.
- თანამედროვე მსოფლიო შეიცვალა, შეიცვალნენ ადამიანები, გაჩნდა ახალი ახალგაზრდა მომხამრებელი, რომელიც არ გაღიარებს, არ გენდობა, არ იყიდის შენგან, თუ „წესიერად არ მოიქცევი“. ეს პროცესები პანდემიით გამოწვეულმა პროცესებმა უფრო გაამძაფრა. ბრენდინინგის დანიშნულება ამ ურთიერთობების ჩამოყალიბებაშია, ეს ურთიერთობები კი სწორი ფულის გამომუშავებას ნიშნავს.
- შესაბამისად, კურსი მოიცავს თანამედროვე ბრენდის და ბრენდინგის რაობის, მისი სტრატეგიული მნიშვნელობის საფუძვლიან განმარტებას.
- კურსში საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საიდან იწყება ბრენდი, როგორ ვქმნით მის შინაარს, როგორ ვურჩევთ და ვარქმევთ სახელს, რას ვითვალისწინებთ დიზაინის შექმნისას, როგორ ვამყარებთ კომუნიკაციას და საერთოდ, რა არის ბრენდის კომუნიკაცია, რა ფაქტორები მოქმედებს ბრენდის წარმატებაზე, რომელიც პირველ რიგში ადამიანებთან ადამიანური ურთიერთობების დამყარებაა.
- ასევე, ვისაუბრებთ ბრენდის შენების და ქცევის ძირითად პრინციპებზე, რომლებიც აუცილებელია ბრენდის დღეგრძელი, ბედნიერი, ადამიანების, საზოაგადოების წინაშე პასუხისმგებლიანი და მომგებიანი ცხოვრებისათვის.
კურსის შეძენა შესაძლებელია შემდეგნაირად:
▶ აწვებით ღილაკს – “აჩუქე” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ გექნებათ მუდმივი წვდომა ვიდეო-კურსზე.
▶ დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 551 52-84-73
დეტალები
-
ლექცია I 0/1
-
ლექცია1.1ვინ არის ბრენდი? 35 min
-
-
ლექცია II 0/1
-
ლექცია2.1ბრენდის როლი 20 min
-
-
ლექცია III 0/1
-
ლექცია3.1რა არის ბრენდინგი? 23 min
-
-
ლექცია IV 0/1
-
ლექცია4.1ორგანიზებული ჯიგარი და ბრენდამიანი 16 min
-
-
ლექცია V 0/1
-
ლექცია5.1ბრენდის იდეა 47 min
-
-
ლექცია VI 0/1
-
ლექცია6.1ბრენდის პლატფრომა 15 min
-
-
ლექცია VII 0/1
-
ლექცია7.1ბრენდის პლატფორმა – მამოძრავებელი 21 min
-
-
ლექცია VIII 0/1
-
ლექცია8.1ბრენდის პლატფორმა – მისია, ხედვა და ფასეულობები 17 min
-
-
ლექცია IX 0/1
-
ლექცია9.1ბრენდის პლატფორმა – პერსონიფიკაცია 09 min
-
-
ლექცია X 0/1
-
ლექცია10.1ბრენდის კატეგორია, პოზიციონირება 23 min
-
-
ლექცია XI 0/1
-
ლექცია11.1დაპირება და სლოგანი 15 min
-
-
ლექცია XII 0/1
-
ლექცია12.1ბრენდის სახელი 50 min
-
-
ლექცია XIII 0/1
-
ლექცია13.1ბრენდის დიზაინი 24 min
-
-
ლექცია XIV 0/1
-
ლექცია14.1ბრენდის კომუნიკაცია – მომხმარებელი 32 min
-
-
ლექცია XV 0/1
-
ლექცია15.1ბრენდის კომუნიკაცია – შეხების წერტილები 18 min
-
-
ლექცია XVI 0/1
-
ლექცია16.1ბრენდის კომუნიკაცია – ვერბალური ნაწილი 27 min
-
-
ლექცია XVII 0/1
-
ლექცია17.1ბრენდი ყოველდღიურობაში 44 min
-
ლექტორი

ალექსი ჩიქოვანი თითქმის 20 წელია საქმიანობს ბრენდინგისა და კომუნიკაციების სფეროში. იგი სატრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE - ის დამფუძნებელი და ბრენდინგის კონსულტანტია. LIVE – ის თერთმეწლიანი არსებობის მანძილზე მას და მის პარტნიორებს ბევრი საინტერესო პროექტი აქვთ განხორციელებული. ალექსის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს კორპორატიული მიმართულებითაც, იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა მარკეტინგის, კომერციული და გენერალური დირექტორის თანამდებობებზე. მას მიაჩნია რომ, რაც მეტი კარგი ბრენდი იქნება საქართველოში, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ის ყოველთვის მზად არის გაუზიაროს მისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ადამიანებს, რომლებსაც საქმის სწორად კეთება სურთ, მითუმეტეს, ახლა, როდესაც ბრენდიგი ისეთი ყოველისმომცველი და სასიცოცხლოდ ალექსი ჩიქოვანმა უმაღლესი განათლების მიღება 1992 წელს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე დაიწყო და 1997 წელს ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალიზაციით დაასრულა. თუმცა ბანკირობას გული ვერ დაუდო, მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შემდეგ მან მიაგნო საქმიანობის სასურველ მიმართულებას და ამ კუთხით ცოდნის გასაღრმავებლად 2004 – 2005 წლებში ლანკასტერის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლაში ბიზნესის მაგისტრის წოდება (MBA) კორპორატიული სტრაგტეგიისა და ბრენდინგის სპეციალიზაციით მოიპოვა. ალექსი ჩიქოვანი არის GIPA - ს ბრენდინგის ასოცირებული პროფესორი, მისი სალექციო კურსი საუკეთესო საგანამანათლებლო დაწესებულებების თუ ტრეინინგ ცენტრების სასურველი ნაწილია.
0 rating