ფროიდი

  • 240₾ 145₾

👤 კურსის ფარგლებში განხილული იქნება ზიგმუნდ ფროიდის თეორიები, ჰიპოთეზები, ნაშრომები. ლექციები შეეხება ფროიდის ბიოგრაფიას, მისი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებს,  ფსიქოანალიზის მეთოდს და მის ძირითად პრინციპებს, კერძოდ,  ფსიქოანალიზის 5 ჰიპოთეზას  (დინამიკური, ტოპოგრაფიული, გენეტიკური, სტრუქტურული,  ეკონომიკური), აგრეთვე, თავისუფალი ასოციაციების მეთოდს და სხვა ფსიქოანალიტიკურ ტექნიკებს და დაცვით მექანიზმებს, ნევროზსა და დეპრესიას; ნევროზის ფორმებს, ნევროზისა და ფსიქოზის თეორიას კლასიკური ფსიქოანალიზის ჭრილში. დაწვრილებით განიხილება დეპრესიის მიზეზები, ფორმები, სტადიები, დეპრესიული პიროვნების პროფილი, ფსიქოთერაპიული ზემოქმედების პრინციპები და ეტაპები.

💫  ლექციები შეეხება ფროიდის თეორიას სიზმრის შესახებაც, კერძოდ, იმას, რომ სიზმარი არის სამეფო გზა არაცნობიერში და სიზმრის მანიფესტირებული ნაწილის უკან სიზმრის ლატენტური შინაარსია, ხოლო სიზმარი დაფარვისა და დეფორმაციის  პროცესის შედეგია. საუბარი დაეთმობა სიზმრის ელემენტებსა და ხატებს, რომლებიც, შესაძლებელია,  ადრინდელ,  ახლო წარსულში რეალურად მომხდარ ამბავს, მოვლენას,  ცნობიერ აზრებს,  გრძნობებს და იდეებს მოიცავდეს;  აგრეთვე, განიხილება   სიზმრის მუშაობა  (Traumarbeit) და მისი საშუალებები; სიზმრის კონდენსაცია,  გადანაცვლება,  პლასტიკური წარმოდგენები, მეორადი  რედაქტირება.

👉 კურსის ფარგლებში განიხილება ფროიდის თეორიები რელიგიის, ხელოვნებისა და კულტურის შესახებ, თეორიები, რომლებმაც ფროიდზე ზეგავლენა მოახდინა, კერძოდ, პოზიტივიზმი,  მისი თეორიული  და პრაქტიკული პრინციპები. ფროიდის შეხედულებები რელიგიის, როგორც კოლექტიური ნევროზის, მონოთეიზმის და ქრისტიანობის, საზოგადოების  და კულტურის შესახებ. განიხილება ფროიდის მცდელობა, აეხსნა კულტურა ოიდიპოსის კომპლექსის საშუალებით.  საუბარი იქნება ფროიდის ნაშრომზე “ჯგუფის ფსიქოლოგია და ეგო-ს ანალიზი”.

☑  აგრეთვე, სალექციო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: არაცნობიერი, ქვეცნობიერი და ცნობიერი ფროიდთან; ფროიდის ტოპოგრაფიული ჰიპოთეზა,  ცნებების ჩამოყალიბების ისტორია,  პოსტჰიპნოტური  ამნეზია  და პოსტჰიპნოტური შთაგონება;

❖ განიხილება სექსუალობის თეორია ფროიდთან, ლიბიდოს ცნება, მისი დამახასიათებელი თვისებები, ფროიდის ეკონომიკური ჰიპოთეზა, სამი ტიპის ნეირონი, რომლებიც ხელს უწყობენ ლიბიდოს ფუნქციონირებას; კატექსისის ცნება  და ინსტინქტების მიზანი, ობიექტი, ორგანო და საშუალება;

❖ განიხილება ფროიდის სტრუქტურული ჰიპოთეზა, კერძოდ, ფსიქიკის სამი ინსტანცია : იგი, მე და ზე-მე,  თითოეული  ამ ინსტანციის ადგილი, როლი და ფუნქცია ადამიანის ფსიქიკის განვითარებასა და მოქმედებაში; ფროიდის თეორია ხელოვნების შესახებ ლეონარდო და ვინჩის და დოსტოევსკის მაგალითზე;

▶ კურსის შეძენა შესაძლებელია შემდეგნაირად:

▶ აწვებით ღილაკს – “შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული პოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ აწვებით ღილაკს “ნახვა” და რთავთ ვიდეო-კურსს.

▶ დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 551 52-84-73

გისურვებთ წარმატებებს!

 

დეტალები

9 ლექცია 7 საათი
  • ლექცია I  0/1

    • ლექცია1.1
  • ლექცია II  0/1

    • ლექცია2.1
  • ლექცია III  0/1

    • ლექცია3.1
  • ლექცია IV  0/1

    • ლექცია4.1
  • ლექცია V   0/1

    • ლექცია5.1
  • ლექცია VI  0/1

    • ლექცია6.1
  • ლექცია VII  0/1

    • ლექცია7.1
  • ლექცია VIII  0/1

    • ლექცია8.1
  • ლექცია IX  0/1

    • ლექცია9.1

ლექტორი

რეზო კორინთელი

პროფესორი. ფსიქიატრი, ექიმი-ფსიქოთერაპევტი. ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის საპატიო წევრი. საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი. საქართველოს ანალიტიკური ფიქოლოგიისა და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 4 წლის განმავლობაში იუნგის ფსიქოანალიზს სწავლობდა ქ. ციურიხში, კ.გ. იუნგის ინსტიტუტში. საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაციის თანაპრეზიდენტი საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების წევრი. 40 წელზე მეტია მუშაობს ფსიქოთერაპიის და ჯგფური ფსიქოთერაპიის მიმართულებით. 20 წელზე მეტია კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. აზროვნების აკადემიაში 3 წელია კითხულობს ლექციებს სხვადასხვა თემატიკაზე და უძღვება სიღრმის ფსიქოლოგიის კურსს.

0.0

0 rating

5 stars
0%
4 stars
0%
3 stars
0%
2 stars
0%
1 star
0%
240₾ 145₾