-
220₾
-
განათლების ჩუქების წესების და პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს
კურსის მიმოხილვა
💫 ჰიპნოზის საიდუმლო დღემდე არაა ბოლომდე ამოხსნილი, სწორედ ამიტომ მისადმი ინტერესი არასდროს კარგავს აქტუალობას. არსებობს კლინიკური ჰიპნოზი, რომელსაც ატარებენ თერაპიული შედეგის მისაღებად; და არსებობს ექსპერიმენტული ჰიპნოზი, რომელსაც ადამიანის ფსიქიკური ან ფსიქოფიზილოგიური მექანიზმების შესწავლისთვის გამოიყენებენ.
🔹 ჰიპნოზის საფუძველი ილუზიაა. ჰიპნოტურ ტრანსში მყოფს კაუზალობის ილუზია აქვს, ჰიპნოტიზიორის ნათქვამს საკუთარ ფიქრად განიცდის და მის სხეულს – თავისად. ეს არის იდენტიფიკაციის ფენომენი, რაც შეგონების აღსრულების საფუძველია (ადამიანს ეჩვენება, რომ საკუთარ ფიქრს ახორციელებს). ჰიპნოზი იმითაც საინტერესოა, რომ თვალსაჩინოს ხდის იდენტიფიკაციის მექანიზმებს. მსოფლმხედველობრივი მნიშვნელობის საკითხია ადამიანის იდენტიფიკაცია საკუთარ თავთან.
🔮 ჰიპნოზის მაგვარი ფენომენები გვაქვს ყველგან, სადაც ხდება ინფორმაციის უკრიტიკო, პასიური მიღება. ბავშვის აღზრდა შეუძლებელი იქნებოდა, მას ინფორმაციის უკრიტიკოდ მიღება რომ არ ახასიათებდეს. ინფორმაციის უკრიტიკოდ მიღება აზიარებს ადამიანს კულტურას, მათ შორის, კრიტიკული აზროვნების კულტურასაც. ინფორმაციის პასიურად მიღება უდევს საფუძვლად თავისუფლებიდან გაქცევას (ე.ფრომი). ამ პროცესების ფსიქოლოგიური მექანიზმები ჰიპნოზშია ფოკუსირებული, რითაც ის საინტერესო ზოგადფსიქოლოგიურ მოვლენად წარმოჩნდება.
▶ კურსზე წვდომა შესაძლებელია შემდეგნაირად:
▶ აწვებით ღილაკს – “აჩუქე” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული პოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ აწვებით ღილაკს “ნახვა” და რთავთ ვიდეო-კურსს.
▶ დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 551 52-84-73
გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
-
ლექცია I 0/1
-
ლექცია1.1შესავალი 15 min
-
-
ლექცია II 0/1
-
ლექცია2.1ბუნებრივი ძილი, სიზმარი და სომნამბულიზმი 38 min
-
-
ლექცია III 0/1
-
ლექცია3.1ძილის ჰიგიენა და ცხოვრების წესი 09 min
-
-
ლექცია IV 0/1
-
ლექცია4.1მგრნობელობის დაკარგვა ჰიპნოზის დროს 16 min
-
-
ლექცია V 0/1
-
ლექცია5.1სხეულებრივი ცვლილებები ჰიპნოზში: ჩაგონებული სიცხე, დამწვრობა 09 min
-
-
ლექცია VI 0/1
-
ლექცია6.1ილუზიები და ჰალუცინაციები ჰიპნოზში 06 min
-
-
ლექცია VII 0/1
-
ლექცია7.1იდენტურობის ილუზია ჰიპნოტურ მდგომარეობაში 27 min
-
-
ლექცია VIII 0/1
-
ლექცია8.1ჰიპნოგენური ილუიზიის და ჰალუცინაციის ფსიქოლოგიური მექანზიმები 43 min
-
-
ლექცია IX 0/1
-
ლექცია9.1ექსპერიმენტი რეინკარნაციაზე 31 min
-
-
ლექცია X 0/1
-
ლექცია10.1პიროვნული ფაქტორები ჰიპნოგენურ, ექსპერიმენტულ და კლინიკურ რეაქციებში 19 min
-
-
ლექცია XI 0/1
-
ლექცია11.1ჰიპნოტიზაციის მეთოდები 54 min
-
-
ლექცია XII 0/1
-
ლექცია12.1გართულებები ჰიპნოზში 14 min
-
-
ლექცია XIII 0/1
-
ლექცია13.1თვითმართვა სიფხიზლეში: აუტოჰიპნოზი და აუტოტრენინგი, იოგა, ბიოფითბეკი 32 min
-
-
ლექცია XIV 0/1
-
ლექცია14.1ჰიპნოტური მექანიზმები ჩვენ ცხოვრებაში 55 min
-
ლექტორი

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. 1980 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი. 1992-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი და ამავე უნივერსიტეტთან არსებული ფსიქოლოგიური განწყობის კვლევის და კორექციის პროგრამის ხელმძღვანელი. არის მიწვეული ლექტორი საქართველოს საზოგდოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, შავი ზღვის უნივერსიტეტში. ჩამოთვლილ უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობს კურსებს ფსიქოლოგიის საფუძვლებში, განწყობის ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში, პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში, სტრესის ფსიქოლოგიაში და ა.შ.
0 rating