წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ონლაინ აკადემიასა და მომხმარებელს შორის არსებული შეთანხმებას, რომლის მიზანიცაა კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული პირობების განსაზღვრა და აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი სხვა საკითხების მოწესრიგება.

1 მომხმარებელს, როგორც მომხმარებელს, ეძლევა შესაძლებლობა:

1.1 წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მის ფარგლებში მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ, კომპანია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ვებ-საიტით, კერძოდ: მომხმარებელს, როგორც მომხმარებელს, ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს:  საიტზე განთავსებული ვიდეო-კურსები ერთჯერადად და სააბონენტო სისტემით (გულისხმობს ავტომატურად ყოველთვიურ გადასახადს)

1.2 1.1 მუხლში მოცემული სააბონენტო პაკეტი მოიცავს მხოლოდ ონლაინ აკადემიის კურსებს და არ მოიცავს აზროვნების აკადემიის კურსებს.

  1. მომხმარებლის მიერ შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში:

2.1 შესყიდვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს შესყიდვის გაუქმება ან/და შეძენილი ვიდეო-კურსის უკან დაბრუნება. აღნიშნული წესი არ მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარისხის კონტროლის განხორციელების პროცესში კომპანიის მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა და პროდუქტი არ შეესაბამება გაყიდვის შეთავაზებაში მითითებულ მდგომარეობას.

2.2 მომხმარებელი, ვალდებულია უზრუნველყოს ვებ-საიტზე მისი ვერიფიკაციისათვის აუცილებელი მონაცემების (მომხმარებლის სახელი და პაროლი) უსაფრთხოდ შენახვა. თუკი მომხმარებელს გაუჩნდება ეჭვი, რომ მის პირად გვერდს უცხო პირი იყენებს მისი ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას აღნიშნულის თაობაზე და მოითხოვოს მისი პირადი გვერდის დაბლოკვა. აღნიშნულ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია  შეტყობინების მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის ვადაში უზრუნველყოს მომხმარებლის პირადი გვერდის დაბლოკვა და მომხმარებლისათვის ვერიფიკაციისათვის საჭირო ახალი მონაცემების მიწოდება. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის პირადი გვერდით განხორციელებულ იმ ოპერაციებზე, რომლებიც განხორციელდა კომპანიის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღებამდე და ამ შეტყობინების მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში.

 

2.3 ანგარიშსწორება განხორციელდება როგორც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ასევე ევროსა და დოლარში.

 

2.4 მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის შეტყობინების გაგზავნა შეიძლება განხორციელდეს კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: onlineacademia.ge@gmail.com ან facebook & Instagram : @onlineacademia.ge

3 მომსახურება შესრულებულად ითვლება:

3.1 მომსახურება შესრულებულად ითვლება მაშინ, როცა მომხმარებელმა თანხა ჩარიცხა და ეს დადასტურებული იქნა კომპანიის მხრიდან.

3.2 შეთანხმება ძალაში შედის მომხმარებლის ვებ-საიტზე  შესყიდვის განხორციელების მომენტიდან და მოქმედებს მომხმარებლის მიერ მომსახურების სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

4 შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს:

4.1 შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეჩერდეს კომპანიის გადაწყვეტილების საფუძველზე ვებ-საიტზე მომხმარებლის პირადი პროფილის ბლოკირების შემთხვევაში.

4.2 შეთანხმების შეწყვეტა ან/და შეჩერება არ ათავისუფლებს მომხმარებელს შეთანხმებით ან/და კანონმდებლობით დადგენილი დარჩენილი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (გადახდისაგან ან/და კონფიდენციალურობის ვალდებულების შესრულებისაგან) ამგვარი ვალდებულების და პასუხისმგებლობის იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.

4.3 შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება მხოლოდ კომპანიის მიერ. კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე განახორციელოს შეთანხმებაში/ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.

4.4 შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს შეთანხმების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.

4.5 მხარეები ადასტურებენ, რომ შეთანხმების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა შეთანხმების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.

4.6 ერთ-ერთი მხარის მხრიდან შეთანხმების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება შეთანხმების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.

შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე და მისი ტექსტი განთავსებულია კომპანიის ვებ-საიტის სისტემაში, მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.