რა თემატიკის კურსებია ონლაინ აკადემიაზე?
ვიდეო - კურსები და ლექციები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს : ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ლიტერატურა, ხელოვნება, მენეჯმენტი, PR და ბრენდინგი. იხილეთ ყველა ჩვენი კურსი ამ ბმულზე
რა ფორმატში ტარდება კურსები და ლექციები?
ონალინ აკადემიის კურსებისა და ლექციების მოსმენა შეგიძლიათ ვიდეო ფორმატით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს.
როგორ დავრეგისტრირდე?
იმისათვის რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, აუცილებელია, თავდაპირველად გაიაროთ რეგისტრაცია: მთავარ გვერდზე, მარჯვენა ზემოთა კუთხეში დააკლიკეთ ღილაკს “შესვლა”, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“ შეავსეთ ცარიელი ველები: ელ-ფოსტა და პაროლი და დაასრულეთ რეგისტრაცია . რეგისტრაციის გავლა ასევე შესაძლებელია სოციალური ქსელებით Facebook & Google.
როგორ მოვიქცე თუ პაროლი დამავიწყდა და ვერ შევდივარ ჩემს პროფილზე?
ავტორიზაციის პროცესში დააჭირეთ ღილაკს “დაგავიწყდა პაროლი?”, მიუთითეთ თქვენი ელ-მისამართი ან მომხმარებლის სახელი. პაროლის აღსადგენი ბმული გამოიგზავნება მითითებულ ელ. მისამართზე. პაროლის აღსადგენად მიჰყევით ინსტრუქციას.
ვიდეო-კურსებზე წვდომა შეზღუდული დროით მექნება?
თუ რომელიმე ვიდეო-კურსს შეიძენთ, მხოლოდ იმ კონკრეტულ კურსზე გექნებათ ერთწლიანი წვდომა.
სად შემიძლია ვნახო ამა თუ იმ ვიდეო-კურსის სასწავლო გეგმა და აღწერა?
ვიდეო-კურსის სასწავლო გეგმისა და აღწერის ნახვა შესაძლებელია ჩვენს საიტზე, იმ კონკრეტული კურსის გვერდზე, რომლითაც ხართ დაინტერესებული. მაგ: თუ გაინტერესებ “შედარებითი ფილოსოფიის” კურსის სილაბუსი, შედით ონლაინ აკადემიის კურსებზე და დააკლიკეთ კურსს “შედარებითი ფილოსოფია”. როცა გაიხსნება კონკრეტული კურსის შიდა გვერდი, შეგეძლებათ იხილოთ “აღწერა” (Overview) და “სასწავლო გეგმა”.
როდის მივიღებ წვდომას შეძენილ კურსებზე?
ტრანზაქციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ავტომატურად გაგიაქტიურდებათ წვდომა შეძენილ ვიდეო-კურსზე.
კურსის დასრულების შემთხვევაში სერტიფიკატი გაიცემა?
დიახ, კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
როგორ ვაჩუქო განათლება?
- დააჭირეთ ღილაკს - „კურსის შეძენა“ - შეკვეთის გაფორმების გვერდე მონიშნეთ „ამ კურსის ჩუქება“, შეავსეთ საინფორმაციო ველები (ადრესატის სახელი, გვარი, ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი), სურვილის შემთხვევაში ჩაწერეთ სასაჩუქრე/მისალოცი ტექსტი, დააჭირეთ „ბარათით გადახდას“. ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საჩუქრის ადრესატს გაეგზავნება საინფორმაციო მეილი, თქვენი სახელით, მითითებულ ელ.მისამართზე.
- გასათვალისიწნებელია რომ ჩუქების განსახორციებლად დაგვჭირდება საჩუქრის ადრესატის ელ-ფოსტა. საჩუქარი გაიგზავნება ადრესატის მეილზე, სპეციალური შაბლონით.
როგორ უნდა ვნახო შეძენილი ვიდეო-კურსები?
ვებ-საიტზე, მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს “პროფილი” და იხილეთ “კურსების” სექცია.
როგორ შევცვალო პაროლი?
ვებ-საიტზე, მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს “პროფილი”, იხილეთ “პაროლის” სექცია და მიჰყევით ინსტრუქციას.