Back

გია ბუღაძე — მხატვარი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი 2003 წლიდან 2012 წლამდე. სწავლობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, ი. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში, შემდეგ კი აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1977–1981).
1980-იანი წლების ბოლოს გია ბუღაძის სახლი რუსთაველის გამზირზე გახდა მხატვართა (კარლო კაჭარავა, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, გოგა მაღლაკელიძე და სხვები) შეკრების ადგილი. ამავე პერიოდში ის იყო ჯგუფ „არქივარიუსის“ სულისჩამდგმელი და აქტიურად იყო ჩართული მხატვრების არაფორმალურ გაერთიანებაში — „X სართული“. ის მონაწილეობდა სხვადასხვა ინოვაციურ გამოფენებსა და აქციებში. მისი სახელი ასოცირდება თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დაარსებასთან „ქარვასლაში“.