Onlineacademia.ge – აზროვნების აკადემიის ვიდეოკურსებისა და ლექციების პლატფორმაა, რომელიც ცოდნისა და განვითარების მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის საინტერესო მიმართულებებს ნებისმიერ დროსა და ადგილას გაეცნონ.
პლატფორმაზე თავმოყრილია კურსები და ლექციები ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ლიტერატურის, ბიზნესის, რელიგიისა და მენეჯმენტის მიმართულებით. 🎓
ონლაინ აკადემია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს გაიფართოოს ცოდნა, გაიღრმაოს ინტერესის სფეროები და გაეცნოს სხვადასხვა დარგის მნიშვნელოვან იდეებსა და საკითხებს.
ჩვენი მიზანია, ხარისხიან ცოდნაზე წვდომა უფრო მარტივი და მოქნილი გავხადოთ – იმის მიუხედავად, სად იმყოფებით და რამდენი დრო გაქვთ სწავლისთვის. შეგიძლიათ, თქვენთვის საინტერესო კურსი ან ლექცია სასურველ დროსა და ადგილას მოუსმინოთ.