კურსს უძღვება მხატვარი: გია ბუღაძე
ხელოვნების ისტორიის კურსი მოიცავს ხელოვნების ევოლუციას სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში და მის წარმოშობას. კურსი მიმოიხილავს ხელოვნების უმთავრეს მიმდინარეობებს, სტილებსა და მათი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული კონტექსტების გავლენას. მსმენელები გაეცნობიან ცნობილი მხატვრების, არქიტექტორთა და ქანდაკლებთა ნამუშევრებს, ასევე შეისწავლიან მათი მნიშვნელობის ანალიზსა და ინტერპრეტაციას, კურსის ფარგლებში სიღრმისეულადაა გაანალიზებული და განზოგადებული:
- კულტურა და ცივილიზაცია ეპოქების ისტორიული მსვლელობის თვალსაზრისით
- ინდივიდის მიმართების საკითხები შემოქმედებით ინპულსებთან
- სოციალური ფაქტორებისა და კულტურული დეტალების მიმართების საკითხი ხელოვნების პრიზმაში
- ადამიანი და სამყარო
- სხეულის ტრანსფორმაცია და ა.შ
კურსზე წვდომა შესაძლებელია შემდეგნაირად:
- აწვებით ღილაკს – „კურსის შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით)
- ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა).
დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40 (5)
სასწავლო გეგმა
- 20 Sections
- 20 მსმენელი
- 30 Hours
- ლექცია I1 Item
- ლექცია II1 Item
- ლექცია III1 Item
- ლექცია IV1 Item
- ლექცია V1 Item
- ლექცია VI1 Item
- ლექცია VII1 Item
- ლექცია VIII1 Item
- ლექცია IX1 Item
- ლექცია X1 Item
- ლექცია XI1 Itemეგვიპტური ხელოვნება
- ლექცია XII1 Itemაღმოსავლური ხელოვნება – ინდოეთი, ინდონეზია (ინდუიზმი და ბუდიზმი);
- ლექცია XIII1 Itemანტიკური ხელოვნება. ანტიკური საბერძნეთი. არქაიკა, კლასიკა, ელინიზმი
- ლექცია XIV1 Itemრომის ხელოვნება. გარდამავალი პერიოდები
- ლექცია XV1 Itemშუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ხელოვნება. რომანული და გოთიკური ხელოვნება
- ლექცია XVI1 Itemჯოტო და რენესანსი
- ლექცია XVII1 Itemმაღალი რენესანსი. მიქელანჯელო, ლეონარდო, რაფაელი. მანიერიზმი
- ლექცია XVIII1 Itemნიდერლანდური და ჩრდილოეთ ევროპის ხელოვნება. იან ვან ეიკი, როგირ ვან დერ ვეიდენი, იერონიმუს ბოში
- ლექცია XIX1 Itemბაროკოს ხელოვნება. რუბენსი, კარავაჯო, რემბრანდტი, ველასკესი და სხვა
- ლექცია XX1 Itemმოდერნული ცნობიერება. ახალი გარღვევები, ახალი პარადიგმები

გია ბუღაძე
გია ბუღაძე — მხატვარი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი 2003 წლიდან 2012 წლამდე. სწავლობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, ი. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში, შემდეგ კი აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1977–1981).
1980-იანი წლების ბოლოს გია ბუღაძის სახლი რუსთაველის გამზირზე გახდა მხატვართა (კარლო კაჭარავა, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, გოგა მაღლაკელიძე და სხვები) შეკრების ადგილი. ამავე პერიოდში ის იყო ჯგუფ „არქივარიუსის“ სულისჩამდგმელი და აქტიურად იყო ჩართული მხატვრების არაფორმალურ გაერთიანებაში — „X სართული“. ის მონაწილეობდა სხვადასხვა ინოვაციურ გამოფენებსა და აქციებში. მისი სახელი ასოცირდება თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დაარსებასთან „ქარვასლაში“.
გამოიწერე ელ-შეტყობინებები
მიიღე ინფორმაცია ახალ კურსებსა და ფასდაკლებებზე
ძირითადი ლინკები
აზროვნების აკადემია
კონტაქტი
ტელ:
მის:
ელ-ფოსტა
