მიმოხილვა
„რატომ მენეჯმენტის ფილოსოფია?
ამბობენ რომ მომავალში ძირითადად ორი პროფესია იარსებებს: პროგრამისტი და ფილოსოფოსი. არ ვიცი რამდენად გამართლდება ეს წინასწარმეტყველება, მაგრამ ცხადია რომ ფილოსოფიას და ზოგადად თვითშემეცნებას აქვს რაღაც ისეთი, რითიც მენეჯმენტის სულ სხვა საფეხურზე აყვანა შეუძლია.
ეს მაგიური ელიქსირი არის „სინთეზური აზროვნება“ – ის, რაც კრიტიკულ აზროვნებაზე უფრო მაღლაა. ეს არის აზროვნების ისეთი ტიპი, როდესაც თეზა და ანტითეზა ბადებს რაღაც მესამე, უფრო მაღალ ელემენტს, გარკვეულ ხედვას, რაც შემდეგ უკვე საშუალებას იძლევა, რომ სულ სხვა კრიტერიუმებით მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება“.
კურსის მიზანი:
▶ ფართედ და ღრმად შევხედოთ ადამიანს, აზროვნების პროცესს, ადამიანის შესაძლებლობებს და ამ შესაძლებლობების გამოვლენის აუცილებელ პირობებს;
▶ ფართედ შევხედოთ კომპანიას, როგორც გარემოს სადაც ადამიანის ზრდა უნდა მოხდეს;
▶ გავეცნოთ სინთეზურ აზროვნებას როგორც მეთოდს. რა კავშირი აქვს სინთეზურ აზროვნებას გადაწყვეტილებების მიღებასთან;
▶ გავეცნოთ თუ რა გავლენა აქვს გარე კულტურას კორპორატიულ კულტურაზე;
▶ განვიხილოთ ადამიანის მოტივაციის მექანიკა და განვსაზღვროთ მისი როლი კორპორატიულ მართვაში;
▶ სინთეზური აზროვნება და თვითმოტივაცია;
▶ გავეცნოთ ხედვებს, რომლებიც მომდინარეობს აღმოსავლური სიბრძნიდან, დასავლური ლოგიკიდან და მენეჯმენტის თეორიებიდან; გავეცნოთ არსებულ ტენდენციებს;
▶ ვიმსჯელოთ, გავიაზროთ და დავცადოთ ახალი მენეჯმენტის ფილოსოფიის დაბადება და განხორციელება.
▶ კურსის შეძენა შესაძლებელია შემდეგნაირად:
- აწვებით ღილაკს – „კურსის შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ გექნებათ მუდმივი წვდომა ვიდეო-ლექციაზე.
- დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40 (5)
Course Features
- Lectures 9
- Quiz 0
- Duration 4 კვირა
- Skill level All levels
- Students 65
- Certificate Yes
- Assessments Yes