მიმოხილვა
Online აკადემია გთავაზობთ „კრიზისის მენეჯმენტის“ 6 შეხვედრიან ვიდეო-კურსს.
კრიზისული მდგომარეობა მნიშვნელოვანი და გარდამტეხია როგორც პიროვნებისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის.
პიროვნული თუ ბიზნეს-წარმატება, ხშირ შემთხვევაში, სწორედ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ, რა გზით, რა იდეით შეძლებ კრიზისის გადალახვას, ფსიქოლოგიურ ადაპტაციას, კრიზისული სიტუაციის განმუხტვასა და ცვლილებების მართვას.
კრიზისის მართვას, გარდა იმ ცოდნისა რომ “გადასალახია”, სჭირდება შესაბამისი ადაპტაციური უნარები და სტრატეგიულად სწორად მოქმედება.
▶ რა არის კრიზისი?
▶ რა რეალობის წინაშე ვართ დღეს?
▶ როგორ ვაქციოთ კრიზისი შესაძლებლობად?
▶ რა გამოწვევა აქვს ბრენდს?
▶ როგორ ვადაპტირდეთ პიროვნულად და როგორ გადავაწყოთ ბიზნესი ახალ რეალობაზე?
▶ როგორ ვმართოთ და შევინარჩუნოთ გუნდურობა Online?
▶ კურსის ფარგლებში ასევე საუბარი იქნება კრიზისის ფსიქოლოგიურ, კულტურულ, სოციალურ ასპექტებზე, სიახლეების მიმართვის ტექნიკებზე, ცვლილებებთან ადაპტაციის საბაზისო უნარებზე, გუნდის, გუნდის წევრის, ლიდერის როლსა და მნიშვნელობაზე კრიზისულ ვითარებაში.
▶ კურსზე წვდომა შესაძლებელია შემდგენაირად:
- აწვებით ღილაკს – „კურსის შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ გექნებათ მუდმივი წვდომა ვიდეო-ლექციაზე.
- დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40 (5)
Course Features
- Lectures 11
- Quiz 0
- Duration 6 სთ
- Skill level All levels
- Students 273
- Certificate Yes
- Assessments Yes