მიმოხილვა
▶ აზროვნების აკადემია წარმოგიდგენთ სალონური საუბრების მოკლე კურსს თემაზე „მორალი და ადამიანი“ შეხვედრებს უძღვებიან: ლევან გიგინეიშვილი, ანდრო დგებუაძე და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.
▶ შეხვედრებზე განიხილება მორალი, როგორც უდიდესი საიდუმლო კაცობრიობის ისტორიაში, დიდი მოაზროვნეების ტექსტებზე, ნააზრევზე დაყრდნობით და მორალისა და ადამიანის ურთიერთმიმართება.
▶ მისი არსი და რაობა -კონვენციურია ის თუ ბუნებრივი, ადამიანის შექმნილია თუ ბუნებრივად მოწოდებული, ქცევათა წყებაა, სისტემურია თუ ქაოტური.
▶ რა არის მორალის დანიშნულება – გახადოს ადამიანის ცხოვრება უფრო მარტივი, თუ პირიქით, დგას თუ არა მორალის აუცილებლობა სამოქალაქო ცხოვრებაში.
▶ სალონურ შეხვედრებზე განიხილება სხვადასხვა ფილოსოფიური ხედვა მორალთან და ადამიანთან დაკავშირებით, მორალისა და ბედნიერების თანაკვეთა, მორალური იმპერატივი, ასევე მორალისა და თავისუფლების საკამათო თანაარსებობა, მორალური ადამიანი შეიძლება თუ არა იყოს თავისუფალი. განიხილება მისი დიქოტომიური ბუნება – რაციონალურია ის თუ გრძნობითი.
▶ ასევე, როგორია დინამიკა მორალის მიღებიდან გაცნობიერებამდე, რა ეტაპებს გადის ადამიანი – მორჩილებითი, პროტესტანტული და შეგნებული მორალი, მისი ჰეტერონომიული და ავტონომიური ხასიათი, მორალისა და რელიგიის თანაკვეთა. მომხსენებლები ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა სააზროვნო სიბრტყიდან საუბრობენ, შეხვედრები მაქსიმალურად ღიაა განსხავებული მოსაზრებებისათვის, დისკუსიისათვის.
მახასიათებლები
- ლექციები 4
- Quiz 0
- ხანგრძლივობა 12 საათი
- ცოდნის დონე All levels
- ენა ქართული
- სტუდენტები 459
- სერტიფიკატი არა
- შეფასებები დიახ