მიმოხილვა
ბრენდინგი ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა. ის ბიზნესში შემოვიდა, როგორც ადამიანის ცხოვრების გზის მოდელი, მას მერე განვითარდა, მისი მნიშვნელობა გაიზარდა და ბრენდინგის დისციპლინა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თუ კარგი სახელი, ნდობა, სიყვარული და პატივისცემა გინდა, მაშინ, ისევე როგორც ადამიანის, ასევე ბრენდის სიტყვა უნდა ემთხვეოდეს საქმეს, საქმე კი სიტყვას.
თანამედროვე მსოფლიო შეიცვალა, შეიცვალნენ ადამიანები, გაჩნდა ახალი ახალგაზრდა მომხამრებელი, რომელიც არ გაღიარებს, არ გენდობა, არ იყიდის შენგან, თუ „წესიერად არ მოიქცევი“. ეს პროცესები პანდემიით გამოწვეულმა პროცესებმა უფრო გაამძაფრა. ბრენდინინგის დანიშნულება ამ ურთიერთობების ჩამოყალიბებაშია, ეს ურთიერთობები კი სწორი ფულის გამომუშავებას ნიშნავს.
შესაბამისად, კურსი მოიცავს თანამედროვე ბრენდის და ბრენდინგის რაობის, მისი სტრატეგიული მნიშვნელობის საფუძვლიან განმარტებას.
კურსში საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საიდან იწყება ბრენდი, როგორ ვქმნით მის შინაარს, როგორ ვურჩევთ და ვარქმევთ სახელს, რას ვითვალისწინებთ დიზაინის შექმნისას, როგორ ვამყარებთ კომუნიკაციას და საერთოდ, რა არის ბრენდის კომუნიკაცია, რა ფაქტორები მოქმედებს ბრენდის წარმატებაზე, რომელიც პირველ რიგში ადამიანებთან ადამიანური ურთიერთობების დამყარებაა.
ასევე, ვისაუბრებთ ბრენდის შენების და ქცევის ძირითად პრინციპებზე, რომლებიც აუცილებელია ბრენდის დღეგრძელი, ბედნიერი, ადამიანების, საზოაგადოების წინაშე პასუხისმგებლიანი და მომგებიანი ცხოვრებისათვის.
▶ კურსის შეძენა შესაძლებელია შემდეგნაირად:
- აწვებით ღილაკს – „კურსის შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ გექნებათ მუდმივი წვდომა ვიდეო-ლექციაზე.
- დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40 (5)
მახასიათებლები
- ლექციები 17
- Quiz 0
- ხანგრძლივობა 7 კვირა
- ცოდნის დონე All levels
- სტუდენტები 292
- სერტიფიკატი დიახ
- შეფასებები დიახ