კურსის მომხსენებელი: გია ბუღაძე
„დიდი მხატვრების კურსის“ მიზანია, მსმენელებმა გაიგონ და გაიზიარონ უმნიშვნელოვანესი მხატვრების და მათი შთამაგონებელი ნამუშევრების სამყაროში. თითოეული ლექცია ეძღვნება ერთ დიდ მხატვარს, მისი სტილის, ჟანრის და ტექნიკის განზოგადებას, ანალიზსა და ახსნა-განმარტების ასპექტებს. კურსი მოიცავს ცნობილ კლასიკოსებს, მათი ბიოგრაფიის, მხატრული ღირებულებებისა და ისტორიული პერსპექტივის ანალიზს, რომელიც კურსის მსმენელს დაეხმარება აღიწვას და შეიხედოს დიდი მხატვრების შემეცნების სამყაროში, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვანმა მეტაფიიზკურმა თუ ცხოვრებისეულმა ფაქტორმა განსაზღვრა. კურსის ფარგლებში საუბარია მხატვრებზე:
- ჰიერონიმუს ბოსხი
- მათიას გრუნევალდი
- ედვარდ მუნკი
- ედვარდ ჰოფერი
- ენდრიუ ვით
- სანდრო ბოტიჩელი
- პიერო დელა ფრანჩესკა
- ფრა ანჯელიკო
- გარდამავალი დროის მხატვრები
▶ კურსზე წვდომა შესაძლებელია შემდეგნაირად:
- აწვებით ღილაკს – „კურსის შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ გექნებათ მუდმივი წვდომა ვიდეო-ლექციაზე.
- დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40 (5)
გია ბუღაძე
გია ბუღაძე — მხატვარი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი 2003 წლიდან 2012 წლამდე. სწავლობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, ი. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში, შემდეგ კი აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1977–1981).
1980-იანი წლების ბოლოს გია ბუღაძის სახლი რუსთაველის გამზირზე გახდა მხატვართა (კარლო კაჭარავა, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, გოგა მაღლაკელიძე და სხვები) შეკრების ადგილი. ამავე პერიოდში ის იყო ჯგუფ „არქივარიუსის“ სულისჩამდგმელი და აქტიურად იყო ჩართული მხატვრების არაფორმალურ გაერთიანებაში — „X სართული“. ის მონაწილეობდა სხვადასხვა ინოვაციურ გამოფენებსა და აქციებში. მისი სახელი ასოცირდება თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დაარსებასთან „ქარვასლაში“.
გამოიწერე ელ-შეტყობინებები
მიიღე ინფორმაცია ახალ კურსებსა და ფასდაკლებებზე
ძირითადი ლინკები
აზროვნების აკადემია
კონტაქტი
ტელ:
მის:
ელ-ფოსტა