მიმოხილვა
კურსის ფარგლებში განხილული იქნება ზიგმუნდ ფროიდის თეორიები, ჰიპოთეზები, ნაშრომები. ლექციები შეეხება ფროიდის ბიოგრაფიას, მისი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებს, ფსიქოანალიზის მეთოდს და მის ძირითად პრინციპებს, კერძოდ, ფსიქოანალიზის 5 ჰიპოთეზას (დინამიკური, ტოპოგრაფიული, გენეტიკური, სტრუქტურული, ეკონომიკური), აგრეთვე, თავისუფალი ასოციაციების მეთოდს და სხვა ფსიქოანალიტიკურ ტექნიკებს და დაცვით მექანიზმებს, ნევროზსა და დეპრესიას; ნევროზის ფორმებს, ნევროზისა და ფსიქოზის თეორიას კლასიკური ფსიქოანალიზის ჭრილში. დაწვრილებით განიხილება დეპრესიის მიზეზები, ფორმები, სტადიები, დეპრესიული პიროვნების პროფილი, ფსიქოთერაპიული ზემოქმედების პრინციპები და ეტაპები.
ლექციები შეეხება ფროიდის თეორიას სიზმრის შესახებაც, კერძოდ, იმას, რომ სიზმარი არის სამეფო გზა არაცნობიერში და სიზმრის მანიფესტირებული ნაწილის უკან სიზმრის ლატენტური შინაარსია, ხოლო სიზმარი დაფარვისა და დეფორმაციის პროცესის შედეგია. საუბარი დაეთმობა სიზმრის ელემენტებსა და ხატებს, რომლებიც, შესაძლებელია, ადრინდელ, ახლო წარსულში რეალურად მომხდარ ამბავს, მოვლენას, ცნობიერ აზრებს, გრძნობებს და იდეებს მოიცავდეს; აგრეთვე, განიხილება სიზმრის მუშაობა (Traumarbeit) და მისი საშუალებები; სიზმრის კონდენსაცია, გადანაცვლება, პლასტიკური წარმოდგენები, მეორადი რედაქტირება.
კურსის ფარგლებში განიხილება ფროიდის თეორიები რელიგიის, ხელოვნებისა და კულტურის შესახებ, თეორიები, რომლებმაც ფროიდზე ზეგავლენა მოახდინა, კერძოდ, პოზიტივიზმი, მისი თეორიული და პრაქტიკული პრინციპები. ფროიდის შეხედულებები რელიგიის, როგორც კოლექტიური ნევროზის, მონოთეიზმის და ქრისტიანობის, საზოგადოების და კულტურის შესახებ. განიხილება ფროიდის მცდელობა, აეხსნა კულტურა ოიდიპოსის კომპლექსის საშუალებით. საუბარი იქნება ფროიდის ნაშრომზე “ჯგუფის ფსიქოლოგია და ეგო-ს ანალიზი”.
აგრეთვე, სალექციო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: არაცნობიერი, ქვეცნობიერი და ცნობიერი ფროიდთან; ფროიდის ტოპოგრაფიული ჰიპოთეზა, ცნებების ჩამოყალიბების ისტორია, პოსტჰიპნოტური ამნეზია და პოსტჰიპნოტური შთაგონება;
❖ განიხილება სექსუალობის თეორია ფროიდთან, ლიბიდოს ცნება, მისი დამახასიათებელი თვისებები, ფროიდის ეკონომიკური ჰიპოთეზა, სამი ტიპის ნეირონი, რომლებიც ხელს უწყობენ ლიბიდოს ფუნქციონირებას; კატექსისის ცნება და ინსტინქტების მიზანი, ობიექტი, ორგანო და საშუალება;
❖ განიხილება ფროიდის სტრუქტურული ჰიპოთეზა, კერძოდ, ფსიქიკის სამი ინსტანცია : იგი, მე და ზე-მე, თითოეული ამ ინსტანციის ადგილი, როლი და ფუნქცია ადამიანის ფსიქიკის განვითარებასა და მოქმედებაში; ფროიდის თეორია ხელოვნების შესახებ ლეონარდო და ვინჩის და დოსტოევსკის მაგალითზე;
▶ კურსის შეძენა შესაძლებელია შემდეგნაირად:
- აწვებით ღილაკს – „კურსის შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ გექნებათ მუდმივი წვდომა ვიდეო-ლექციაზე.
- დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 598 86 53 89
Course Features
- Lectures 9
- Quiz 0
- Duration 7 კვირა
- Skill level All levels
- Students 109
- Certificate Yes
- Assessments Yes