მიმოხილვა
ჰიპნოზის საიდუმლო დღემდე არაა ბოლომდე ამოხსნილი, სწორედ ამიტომ მისადმი ინტერესი არასდროს კარგავს აქტუალობას. არსებობს კლინიკური ჰიპნოზი, რომელსაც ატარებენ თერაპიული შედეგის მისაღებად; და არსებობს ექსპერიმენტული ჰიპნოზი, რომელსაც ადამიანის ფსიქიკური ან ფსიქოფიზილოგიური მექანიზმების შესწავლისთვის გამოიყენებენ.
ჰიპნოზის საფუძველი ილუზიაა. ჰიპნოტურ ტრანსში მყოფს კაუზალობის ილუზია აქვს, ჰიპნოტიზიორის ნათქვამს საკუთარ ფიქრად განიცდის და მის სხეულს – თავისად. ეს არის იდენტიფიკაციის ფენომენი, რაც შეგონების აღსრულების საფუძველია (ადამიანს ეჩვენება, რომ საკუთარ ფიქრს ახორციელებს). ჰიპნოზი იმითაც საინტერესოა, რომ თვალსაჩინოს ხდის იდენტიფიკაციის მექანიზმებს. მსოფლმხედველობრივი მნიშვნელობის საკითხია ადამიანის იდენტიფიკაცია საკუთარ თავთან.
ჰიპნოზის მაგვარი ფენომენები გვაქვს ყველგან, სადაც ხდება ინფორმაციის უკრიტიკო, პასიური მიღება. ბავშვის აღზრდა შეუძლებელი იქნებოდა, მას ინფორმაციის უკრიტიკოდ მიღება რომ არ ახასიათებდეს. ინფორმაციის უკრიტიკოდ მიღება აზიარებს ადამიანს კულტურას, მათ შორის, კრიტიკული აზროვნების კულტურასაც. ინფორმაციის პასიურად მიღება უდევს საფუძვლად თავისუფლებიდან გაქცევას (ე.ფრომი). ამ პროცესების ფსიქოლოგიური მექანიზმები ჰიპნოზშია ფოკუსირებული, რითაც ის საინტერესო ზოგადფსიქოლოგიურ მოვლენად წარმოჩნდება.
▶ კურსზე წვდომა შესაძლებელია შემდეგნაირად:
- აწვებით ღილაკს – „კურსის შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ გექნებათ მუდმივი წვდომა ვიდეო-ლექციაზე.
- დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40 (5)
მახასიათებლები
- ლექციები 14
- Quiz 0
- ხანგრძლივობა 7 სთ
- ცოდნის დონე All levels
- სტუდენტები 275
- სერტიფიკატი დიახ
- შეფასებები დიახ