ორგანიზაციული კეთილდღეობა – მართვის ფსიქოლოგიური მექანიზმები
თანამედროვე ორგანიზაციებში წარმატება მხოლოდ სტრატეგიებსა და ტექნიკურ უნარებზე აღარ არის დამოკიდებული – ადამიანური ფაქტორი, ემოციური კლიმატი და თანამშრომლების კეთილდღეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. მოცემული კურსი აერთიანებს მართვის ფსიქოლოგიურ, კულტურულ და კომუნიკაციურ ასპექტებს, რომლებიც ქმნის ჯანსაღ, პროდუქტიულ და მდგრად სამუშაო გარემოს.
კურსის მომხსენებლები არიან: ზურა მხეიძე, ალექსანდრე ჯეჯელავა, ნინო ბუაძე, ნინო ოხანაშვილი, მაია ხოსიტაშვილი
- კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან
- როგორ შეიძლება სხვადასხვა თაობის თანამშრომლებთან ეფექტური ურთიერთობა
- როგორ ყალიბდება ორგანიზაციული კულტურა და როგორ აისახება ის პროდუქტიულობაზე.
- განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქოლოგიური უსაფრთხოების მნიშვნელობას, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას, იყვნენ ღიები, ინიციატივიანები და შემოქმედებითები.
ასევე განიხილება განმავითარებელი უკუკავშირის ტექნიკები და ინდივიდუალური მიდგომის მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და მოტივაციას. კურსი მოიცავს მენტალური ჯანმრთელობის საკითხებსაც, რაც დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ორგანიზაციებისთვის. ბოლო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება მართვისა და კომუნიკაციის პრაქტიკულ მექანიზმებზე, რაც დაეხმარება მონაწილეებს ეფექტურად მართონ გუნდები და შექმნან ძლიერი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო.
კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის, HR სპეციალისტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგოს ორგანიზაციული პროცესების ფსიქოლოგიური მხარე და შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო.
- კურსზე წვდომა შესაძლებელია შემდეგნაირად:
- აწვებით ღილაკს – „კურსის შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით)
- ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა).
- დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40 (5)
სასწავლო გეგმა
- 5 Sections
- 5 გაკვეთილი
- 7 Hours
- ლექცია Iორგანიზაციული კეთილდღეობა სხვადასხვა თაობის (Gen X, Y, Z) თანამშრომლებისთვის-ალექსანდრე ჯეჯელავა1
- ლექცია IIორგანიზაციული კულტურა და პროდუქტიულობა - ნინო ოხანაშვილი1
- ლექცია IIIფსიქოლოგიური უსაფრთხოება და სამუშაო გარემო - მაია ხოსიტაშვილი1
- ლექცია IVგანმავითარებელი უკუკავშირი და ინდივიდუალური მიდგომა - ნინო ბუაძე1
- ლექცია Vმართვა და კომუნიკაცია- ზურა მხეიძე1
გამოიწერე ელ-შეტყობინებები
მიიღე ინფორმაცია ახალ კურსებსა და ფასდაკლებებზე
ძირითადი ლინკები
აზროვნების აკადემია
კონტაქტი
ტელ:
მის:
ელ-ფოსტა
