ორგანიზაციული კეთილდღეობა – მართვის ფსიქოლოგიური მექანიზმები
თანამედროვე ორგანიზაციებში წარმატება მხოლოდ სტრატეგიებსა და ტექნიკურ უნარებზე აღარ არის დამოკიდებული – ადამიანური ფაქტორი, ემოციური კლიმატი და თანამშრომლების კეთილდღეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. მოცემული კურსი აერთიანებს მართვის ფსიქოლოგიურ, კულტურულ და კომუნიკაციურ ასპექტებს, რომლებიც ქმნის ჯანსაღ, პროდუქტიულ და მდგრად სამუშაო გარემოს.
კურსის მომხსენებლები არიან: ზურა მხეიძე, ალექსანდრე ჯეჯელავა, ნინო ბუაძე, ნინო ოხანაშვილი, მაია ხოსიტაშვილი
- კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან
- როგორ შეიძლება სხვადასხვა თაობის თანამშრომლებთან ეფექტური ურთიერთობა
- როგორ ყალიბდება ორგანიზაციული კულტურა და როგორ აისახება ის პროდუქტიულობაზე.
- განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქოლოგიური უსაფრთხოების მნიშვნელობას, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას, იყვნენ ღიები, ინიციატივიანები და შემოქმედებითები.
ასევე განიხილება განმავითარებელი უკუკავშირის ტექნიკები და ინდივიდუალური მიდგომის მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და მოტივაციას. კურსი მოიცავს მენტალური ჯანმრთელობის საკითხებსაც, რაც დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ორგანიზაციებისთვის. ბოლო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება მართვისა და კომუნიკაციის პრაქტიკულ მექანიზმებზე, რაც დაეხმარება მონაწილეებს ეფექტურად მართონ გუნდები და შექმნან ძლიერი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო.
კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის, HR სპეციალისტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგოს ორგანიზაციული პროცესების ფსიქოლოგიური მხარე და შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო.
- კურსზე წვდომა შესაძლებელია შემდეგნაირად:
- აწვებით ღილაკს – „კურსის შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით)
- ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა).
- დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40 (5)
სასწავლო გეგმა
- 5 Sections
- 5 მსმენელი
- 7 Hours
- ლექცია I1 Itemორგანიზაციული კეთილდღეობა სხვადასხვა თაობის (Gen X, Y, Z) თანამშრომლებისთვის-ალექსანდრე ჯეჯელავა
- ლექცია II1 Itemორგანიზაციული კულტურა და პროდუქტიულობა - ნინო ოხანაშვილი
- ლექცია III1 Itemფსიქოლოგიური უსაფრთხოება და სამუშაო გარემო - მაია ხოსიტაშვილი
- ლექცია IV1 Itemგანმავითარებელი უკუკავშირი და ინდივიდუალური მიდგომა - ნინო ბუაძე
- ლექცია V1 Itemმართვა და კომუნიკაცია- ზურა მხეიძე
გამოიწერე ელ-შეტყობინებები
მიიღე ინფორმაცია ახალ კურსებსა და ფასდაკლებებზე
ძირითადი ლინკები
აზროვნების აკადემია
კონტაქტი
ტელ:
მის:
ელ-ფოსტა

