Online აკადემია გთავაზობთ – „პიროვნული ზრდის და ემოციური ინტელექტის განვითარების ვიდეო-კურსს“
ხშირად გვესმის იმის შესახებ, რომ გარდა ინტელექტუალური კოეფიციენტისა (IQ), პიროვნული განვითარებისათვის აუცილებელია ემოციური ინტელექტი (EQ).
ემოციური ინტელექტი გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, გადაწყვეტილებებზე, მიღწევებზე. ემოციური ინტელექტის ბაზისად შეგვიძლია მოვიაზროთ პიროვნების თვითგამორკვევა, გაცნობიერება, ვინ არის ის, როგორია, რას გრძნობს, რა მოსწონს, რა აბრაზებს. საკუთარი თავის გაცნობიერების შემდეგ უმნიშვნელოვანესი ეტაპი დგება: შენ შეგიძლია სახელი დაარქვა შენს ემოციას, მაგრამ გჭირდება ისწავლო მათი მართვა, კონტროლი, ისე, რომ საკუთარი თავი არ დაიზიანო.
ემოციური ინტელექტი მოიცავს სოციალური უნარების განვითარებასაც, იმდენად რამდენადაც პიროვნება სწავლობს, როგორ ამოიცნოს სხვისი ემოცია, აკონტროლოს იმპულსები, სტრესი, მართოს კონფლიქტი, იყოს ემპათიური და ამ სოციალურ უნარებზე დააშენოს ჯანსაღი ურთიერთობა.
▶ კურსზე წვდომა შესაძლებელია შემდეგნაირად:
- აწვებით ღილაკს – „კურსის შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით), შემდეგ ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა). თანხის გადახდის შემდეგ გექნებათ მუდმივი წვდომა ვიდეო-ლექციაზე.
- დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 598 86 53 89
მარინა კაჭარავა
მარინა კაჭარავა – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი.
განათლება: სამედიცინო, ზოგადი და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი – სამედიცინო ფსიქოლოგია
ფსიქიკური ჯანმრთელობის საკავშირო ცენტრის, მოსკოვის ტვინის ინსტიტუტის ასპირანტურა – ემბრიოლოგია, ციტოლოგია, მორფოლოგია.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი, სადოქტორო თემა: «ნარკომომხმარებლების და თამაშდამოკიდებულები ფსიქოლოგიური პორტრეტი და განწყობები».
მარინა კაჭარავა არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორ, «სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმის» დამფუძნებელი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ფსიქოთერაპევტი, იაკობ გოგებაშვილის სასწავლებლის დირექტორი, ადიქციის კვლევისა და კონსულტირების ცენტრის დამფუძნებელ-დირექტორი, წმ.ნინოს სახელობის სკოლისა და წმ.გიორგის სახელობის ბრიტანული სკოლის (BGS) ფსიქოლოგი, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგთა ასოციაციის ტრენერი, სამედიცინო, ზოგადი და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის ლექტორი.
არის სამეცნიერო პუბლიკაციების და წიგნების ავტორი:
«ოჯახი და შვილების აღზრდა, ფსიქოლოგიური რეკომენდაციები», «ანტისოციალური ქცევის ბიოსამედიცინო ასპექტები», «ნარკოტიკების კლასიფიკაცია და ორგანიზმზე მათი ზემოქმედება».
მარინა კაჭარავა აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის ფსიქოლოგია, ასევე უძღვება კურსებს, ტრენინგებსა და ლექციებს ზრდასრულებისა და მოზარდებისათვის,
Co-Instructor
გამოიწერე ელ-შეტყობინებები
მიიღე ინფორმაცია ახალ კურსებსა და ფასდაკლებებზე
ძირითადი ლინკები
აზროვნების აკადემია
კონტაქტი
ტელ:
მის:
ელ-ფოსტა