კურსის მომხსენებლები: ზურა მხეიძე, რეზო კორინთელი, ნინო ბუაძე, რამაზ საყვარელიძე, ირინე ტაბუციძე, მარინა კაჭარავა.
თანამედროვე სოციალურ და ფსიქოლოგიურ რეალობაში თვითშეფასება იქცევა ადამიანის კეთილდღეობისა და ფუნქციური ურთიერთქმედების კრიტიკულ კომპონენტად. დაბალი ან არამდგრადი თვითშეფასება ხშირად უკავშირდება შფოთვას, თვითდამცირებასა და სოციალური იზოლაციის ტენდენციებს, მაშინ როდესაც თვითშეფასების გააზრება და განვითარება იძლევა პიროვნული ზრდის, მოტივაციისა და თვითრეალიზაციის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს.
ციკლის მიზანია თვითშეფასების როგორც ფსიქოლოგიური კონსტრუქტის სიღრმისეული გააზრება, მისი ფორმირების პროცესების, მოქმედების მექანიზმებისა და პრაქტიკული ზემოქმედების შესწავლა. განიხილება თვითშეფასების კავშირი ქცევით პროცესებთან, მოტივაციასთან, განწყობასთან და პიროვნულ იდეალთან.
ლექციათა ციკლი მოიცავს 6 შეხვედრას:
▪ „თვითშეფასება“ – ზურა მხეიძე
▪ კომპლექსები (არასრულფასოვნება, ოიდიპოსი, ელექტრა, დაბადების და სხვა…)“ – რეზო კორინთელი
▪ „თვითშეფასება და მოტივაცია“ – ნინო ბუაძე
▪ „თვითშეფასების ცნება განწყობის თეორიაში“ – რამაზ საყვარელიძე
▪ „ჩემი „იდეალური მე“ – პრაქტიკული სავარჯიშოები სწრაფი ცვლილებებისთვის“ – ირინე ტაბუციძე
▪ „თვითშეფასების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში“ – მარინა კაჭარავა
კურსზე წვდომა შესაძლებელია შემდეგნაირად:
- აწვებით ღილაკს – „კურსის შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით)
- ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა).
- დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40 (5)
რეზო კორინთელი
პროფესორი. ფსიქიატრი, ექიმი-ფსიქოთერაპევტი.
ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის საპატიო წევრი.
საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი.
საქართველოს ანალიტიკური ფიქოლოგიისა და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი.
4 წლის განმავლობაში იუნგის ფსიქოანალიზს სწავლობდა ქ. ციურიხში, კ.გ. იუნგის ინსტიტუტში.
საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაციის თანაპრეზიდენტი
საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების წევრი.
40 წელზე მეტია მუშაობს ფსიქოთერაპიის და ჯგფური ფსიქოთერაპიის მიმართულებით.
20 წელზე მეტია კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
აზროვნების აკადემიაში 3 წელია კითხულობს ლექციებს სხვადასხვა თემატიკაზე და უძღვება სიღრმის ფსიქოლოგიის კურსს.
Co-Instructor
გამოიწერე ელ-შეტყობინებები
მიიღე ინფორმაცია ახალ კურსებსა და ფასდაკლებებზე
ძირითადი ლინკები
აზროვნების აკადემია
კონტაქტი
ტელ:
მის:
ელ-ფოსტა