კურსს უძღვება მხატვარი: გია ბუღაძე
ხელოვნების ისტორიის კურსი მოიცავს ხელოვნების ევოლუციას სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში და მის წარმოშობას. კურსი მიმოიხილავს ხელოვნების უმთავრეს მიმდინარეობებს, სტილებსა და მათი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული კონტექსტების გავლენას. მსმენელები გაეცნობიან ცნობილი მხატვრების, არქიტექტორთა და ქანდაკლებთა ნამუშევრებს, ასევე შეისწავლიან მათი მნიშვნელობის ანალიზსა და ინტერპრეტაციას, კურსის ფარგლებში სიღრმისეულადაა გაანალიზებული და განზოგადებული:
- კულტურა და ცივილიზაცია ეპოქების ისტორიული მსვლელობის თვალსაზრისით
- ინდივიდის მიმართების საკითხები შემოქმედებით ინპულსებთან
- სოციალური ფაქტორებისა და კულტურული დეტალების მიმართების საკითხი ხელოვნების პრიზმაში
- ადამიანი და სამყარო
- სხეულის ტრანსფორმაცია და ა.შ
კურსზე წვდომა შესაძლებელია შემდეგნაირად:
- აწვებით ღილაკს – „კურსის შეძენა” და გადიხართ ავტორიზაციას (Facebook-ით, ელექტრონული ფოსტით ან პირდაპირ გვერდზე რეგისტრაციით)
- ავსებთ მოცემულ რამდენიმე ველს და ირჩევთ გადახდის მეთოდს (შეგიძლიათ როგორც ბარათით გადახდა, ასევე ინტერნეტ ბანკით ანგარიშზე გადმორიცხვა).
დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40 (5)
სასწავლო გეგმა
- 20 Sections
- 20 გაკვეთილი
- 30 Hours
- ლექცია I1
- ლექცია II1
- ლექცია III1
- ლექცია IV1
- ლექცია V1
- ლექცია VI1
- ლექცია VII1
- ლექცია VIII1
- ლექცია IX1
- ლექცია X1
- ლექცია XIეგვიპტური ხელოვნება1
- ლექცია XIIაღმოსავლური ხელოვნება – ინდოეთი, ინდონეზია (ინდუიზმი და ბუდიზმი);1
- ლექცია XIIIანტიკური ხელოვნება. ანტიკური საბერძნეთი. არქაიკა, კლასიკა, ელინიზმი1
- ლექცია XIVრომის ხელოვნება. გარდამავალი პერიოდები1
- ლექცია XVშუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ხელოვნება. რომანული და გოთიკური ხელოვნება1
- ლექცია XVIჯოტო და რენესანსი1
- ლექცია XVIIმაღალი რენესანსი. მიქელანჯელო, ლეონარდო, რაფაელი. მანიერიზმი1
- ლექცია XVIIIნიდერლანდური და ჩრდილოეთ ევროპის ხელოვნება. იან ვან ეიკი, როგირ ვან დერ ვეიდენი, იერონიმუს ბოში1
- ლექცია XIXბაროკოს ხელოვნება. რუბენსი, კარავაჯო, რემბრანდტი, ველასკესი და სხვა1
- ლექცია XXმოდერნული ცნობიერება. ახალი გარღვევები, ახალი პარადიგმები1

გია ბუღაძე
გია ბუღაძე — მხატვარი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი 2003 წლიდან 2012 წლამდე. სწავლობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, ი. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში, შემდეგ კი აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1977–1981).
1980-იანი წლების ბოლოს გია ბუღაძის სახლი რუსთაველის გამზირზე გახდა მხატვართა (კარლო კაჭარავა, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, გოგა მაღლაკელიძე და სხვები) შეკრების ადგილი. ამავე პერიოდში ის იყო ჯგუფ „არქივარიუსის“ სულისჩამდგმელი და აქტიურად იყო ჩართული მხატვრების არაფორმალურ გაერთიანებაში — „X სართული“. ის მონაწილეობდა სხვადასხვა ინოვაციურ გამოფენებსა და აქციებში. მისი სახელი ასოცირდება თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დაარსებასთან „ქარვასლაში“.
გამოიწერე ელ-შეტყობინებები
მიიღე ინფორმაცია ახალ კურსებსა და ფასდაკლებებზე
ძირითადი ლინკები
აზროვნების აკადემია
კონტაქტი
ტელ:
მის:
ელ-ფოსტა