Back
User Avatar

რამაზ საყვარელიძე

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. 1980 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი. 1992-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი და ამავე უნივერსიტეტთან არსებული ფსიქოლოგიური განწყობის კვლევის და კორექციის პროგრამის ხელმძღვანელი. არის მიწვეული ლექტორი საქართველოს საზოგდოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, შავი ზღვის უნივერსიტეტში. ჩამოთვლილ უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობს კურსებს ფსიქოლოგიის საფუძვლებში, განწყობის ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში, პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში, სტრესის ფსიქოლოგიაში და ა.შ.
4 Courses
953 Students