Back

ნინო ბუაძე

ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ტრენერი, აქვს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში ფსიქოლოგად და ტრენერად მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. არის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრი. აქვს ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება სკოლაში, სოციალური მომსახურების სააგენტოში, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში და დედათა და ჩვილთა თავშესაფარში, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებში «ბავშვი და ოჯახი», «ჩვენი სახლი საქართველო», «სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი», ატარებდა ტრენინგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის, ლიბერთი ბანკის სასწავლო პროცესების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში, პალიტრა მედია ჰოლდინგში. დღემდე ატარებს ინდივიდუალურ თერაპიებს, ტრენინგებს. აქვს გავლილი სოციალური თერაპიის, სოციალური სამუშაოს, ტრენერთა ტექნიკების, არტ-თერაპიის კურსები სხვადასხვა სექტორში თუ ორგანიზაციაში და აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია.

ნინო ბუაძე აზროვნების აკადემიის ბაღის ხელმძღვანელია, აგრეთვე ტრენერი, უძღვება კურს უფროსებისა და მოზარდებისათვის არტ-თერაპიაში. ასევე «პიროვნული ზრდის და ემოციური ინტელექტის განვითარების» კურსის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოლოგია და საკვირაო სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულებას უძღვება.