Back

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ონლაინ აკადემიასა (შემდგომში ონლაინ აკადემია ან კომპანია)  და მომხმარებელს შორის არსებული შეთანხმებას, რომლის მიზანია კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული პირობების განსაზღვრა და აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობისათვის დაკავშირებული სხვა საკითხების მოწესრიგება.

  • მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა:

1.1 წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მის ფარგლებში მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ, კომპანია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ვებ-საიტით, კერძოდ: მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს:  საიტზე განთავსებული ვიდეო-კურსები ერთჯერადად და სააბონენტო სისტემით ( იგულისხმება ავტომატურად ყოველთვიურ გადასახადს);

1.2 1.1 მუხლში მოცემული სააბონენტო პაკეტი მოიცავს მხოლოდ ონლაინ აკადემიის კურსებს და არ მოიცავს აზროვნების აკადემიის კურსებს.

  • მომხმარებლის მიერ შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში:

2.1 შესყიდვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს შესყიდვის გაუქმება ან/და შეძენილი ვიდეო-კურსის უკან დაბრუნება და მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. აღნიშნული წესი არ მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარისხის კონტროლის განხორციელების პროცესში კომპანიის მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა და პროდუქტი არ შეესაბამება გაყიდვის შეთავაზებაში მითითებულ მდგომარეობას ასეთ, შემთხვევაში მომხმარებელს უფლება ექნება მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება, გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში კი შესყიდვის გაუქმება ან/და შეძენილი ვიდეო-კურსის უკან დაბრუნება.

2.2 მომხმარებელი, ვალდებულია უზრუნველყოს ვებ-საიტზე მისი ვერიფიკაციისათვის აუცილებელი მონაცემების (მომხმარებლის სახელი და პაროლი) უსაფრთხოდ შენახვა. კომპანის მიერ მომხმარებლის პირადი მონაცემების დამუშავება ხდება მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე და მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლისთვის საიტით სარეგბლობისთვის, მომხმარებლის მიერ მონაცემების სხვა პირისთვის გაზიარების ან/და მომხმარებლის გაუფრთხილებულებით სხვა პირის მიერ გამოყენების შემთხვევაში კომპანიას რაიმე სახის ვალდებულება არ წარმოეშობა. თუკი მომხმარებელს გაუჩნდება ეჭვი, რომ მის პირად გვერდს უცხო პირი იყენებს მისი ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას აღნიშნულის თაობაზე და მოითხოვოს მისი პირადი გვერდის დაბლოკვა. აღნიშნულ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია  შეტყობინების მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის ვადაში უზრუნველყოს მომხმარებლის პირადი გვერდის დაბლოკვა და მომხმარებლისათვის ვერიფიკაციისათვის საჭირო ახალი მონაცემების მიწოდება. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის პირადი გვერდით განხორციელებულ იმ ოპერაციებზე, რომლებიც განხორციელდა კომპანიის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღებამდე და ამ შეტყობინების მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში.

2.3 ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში

2.4 მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის შეტყობინების გაგზავნა შეიძლება განხორციელდეს კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: onlineacademia.ge@gmail.com ან facebook & Instagram : @onlineacademia.ge

  • მომსახურება შესრულებულად ითვლება:

3.1 მომსახურება შესრულებულად ითვლება მაშინ, როცა მომხმარებელმა თანხა ჩარიცხა და ეს დადასტურებული იქნა კომპანიის მხრიდან 24 საათის განმავლობაში.

3.2 შეთანხმება ძალაში შედის მომხმარებლის ვებ-საიტზე  შესყიდვის განხორციელების მომენტიდან და მოქმედებს მომხმარებლის მიერ მომსახურების სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

  • შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს:

4.1 შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეჩერდეს კომპანიის გადაწყვეტილების საფუძველზე ვებ-საიტზე მომხმარებლის პირადი პროფილის ბლოკირების შემთხვევაში.

4.2 შეთანხმების შეწყვეტა ან/და შეჩერება არ ათავისუფლებს მომხმარებელს შეთანხმებით ან/და კანონმდებლობით დადგენილი დარჩენილი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (გადახდისაგან ან/და კონფიდენციალურობის ვალდებულების შესრულებისაგან) ამგვარი ვალდებულების და პასუხისმგებლობის იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.

4.3 შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება მხოლოდ კომპანიის მიერ. კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე განახორციელოს შეთანხმებაში/ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. ცვლილება არ მოქმედებს ამდრომდე შეძენილ ვიდე-კურსებსა და ლექციებზე.

4.4 შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს შეთანხმების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.

4.5 მხარეები ადასტურებენ, რომ შეთანხმების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა შეთანხმების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.

4.6 ერთ-ერთი მხარის მხრიდან შეთანხმების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება შეთანხმების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.

შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე და მისი ტექსტი განთავსებულია კომპანიის ვებ-საიტის სისტემაში, მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.